ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული შეჯიბრი გაიმართა
01-06-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

მასში II-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში რამდენიმე სპორტულ აქტივიბას მოიცავდა. 

მოსწავლეებმა ღირსეულად ისაპარეზეს, აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ, საკუთარი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩნეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც მედლები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203