რგანის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საინტერესო პრეზენტაცია გამართა 
01-06-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „პლანეტART“ 19 მაისს პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც ნებისმიერი მსურველისთვის დასწრება თავისუფალი იყო.

პრეზენტაციის ძირითად თემა იყო - „ევროკავშირში ინტეგრაცია - ზიანი თუ სარგებელი?“ იყო. 

აქტივობის მსვლელობისას ეკოკლუბის წევრებმა განიხილეს და არგუმენტირებულად დაასაბუთეს ევროკავშირზე გავრცელებული მითების უსაფუძვლობა და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხდება. 

ამასთანავე, პრეზენტაციაში მონაწილე მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, რომლებიც განთავსდა სკოლის შესასვლელში. ეკოკლუბელებს სურთ ამ საკითხმა ახალგაზრდობაში გამოიწვიოს დაინტერესება და უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას შეეცადონ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203