ბავრის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი და სომხური ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
ღონისძების ხელმძღვანელ პედაგოგი ვალენტინა ელიაზიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.