„საფუძველი ჩაყრილია ცოდნის სამყაროს საშენებლად!“- ქუთაისის N37 სკოლიდან პირველკლასელები ზაფხულის არდადეგებზე საზეიმოდ გააცილეს
01-06-2022

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამ დღის აღსანიშნავად, 1-ელი დ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მაია ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე ნასწავლი მასალა საზეიმოდ შეაჯამეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პირველი მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა. 

„მალე გაიფრინა ამ სასწავლო წელმა. საფუძველი ჩაყრილია ცოდნის სამყაროს საშენებლად! წინ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო თავგადასავლები გველის! მიყვარხართ ჩემო ვარსკვლავებო!“,- წერს მაია ბაბუნაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203