არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ბურნაძემ izrune.ge-ს კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის სერტიფიკატი მოიპოვა
01-06-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ბურნაძემ  izrune.ge-ს კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის სერტიფიკატი მოიპოვა. რაც იმის დასტურია, რომ წარმატებით დაძლია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისი ასაკის შესატყვისი კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და აქვს მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი შესატყვისი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203