თბილისის N103 სკოლასთან არსებული ანსამბლი „კოკროჭინა“ სატელევიზო გადაცემაში წარმატებით წარდგა
01-06-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლასთან არსებულმა ანსამბლმა „კოკროჭინამ“ მუსიკალურ ფესტივალში პირველი ადგილი მოიპოვა.
ფესტივალი „იპოვე შენი ვარსკვლავი“ კონსერვატორიაში გაიმართა. ანსამბლის წევრებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავეს.
გამარჯვების შემდეგ მოსწავლეები ტელეკომპანია „ქართული TV-ში“ მიიწვიეს. ისინი გადაცემა „მომავლის თაობაში“ მონაწილეობდნენ.
სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვუსურვებთ წარმატებას და წინსვლას ჩვენი სკოლის ანსამბლ ,,კოკროჭინას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს