უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ილია შიუკაშვილმა და სოფიკო სადაღაშვილმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა - ილია შიუკაშვილმა და სოფიკო სადაღაშვილმა
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტში ბრწყინვალედ შეასრულეს და დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: