სათხის საჯარო სკოლაში საიათნოვას ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
01-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძება გაიმართა.
ის საიათნოვას მიეძღვნა. მე-7 და მე-9 მოსწავლეებმა საიათნოვას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, იცეკვეს, იმღერეს. წაიკითხეს ლექსები როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზე.
გარდა ამისა, დადგეს მცირე სპექტაკლი და სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარმოადგინეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი ელენა გინოსიანი იყო.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს