უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართეს. ღონისძიება ჟენია თუმასიანისა და ვერონიკა ქოთოიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.
იხილეთ ფოტოები: