სამინისტრომ მასწავლებლებისთვის მზა რესურსი კიდევ ერთ საგანში მოამზადა
02-06-2022
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში არსებულ რესურსებს დაემატა კომპლექსური დავალებების ბანკი ფიზიკის საგანში.
„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მასწავლებლებს საშუალება აქვთ, იხილონ ყველა საჭირო რესურსი, რომლებიც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მათთვის მზადდება. ინფორმაცია მუდმივად განახლდება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის