აფხაზეთის N22 სკოლის მეოთხეკლასელი მარიკა აიწურაძე კონკურსებში წარმატებით მონაწილეობს
01-06-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლა საზოგადოებას კიდევ ერთ წარმატებულ მოსწავლეს, მეოთხეკლასელ მარიკა აიწურაძეს აცნობს, რომელიც სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და დაუღალავად მონაწილეობს.

მარიკამ მშობლიური სკოლის სასახელოდ უკვე არაერთი ჯილდო დაიმსახურა, რითიც თანასკოლელებისთვის სამაგალითოა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და ლაღ ბავშვობას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203