ქუთაისის N15 სკოლის მოსწავლე ალექსანდრე მაჩალაძე ქალაქის მერმა ინტელექტუალურ თამაშში მოპოვებული წარმატებისთვის დააჯილდოვა
01-06-2022

ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ ხარისხიან ფორმალურ განათლებას იღებენ, არამედ, დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და სკოლის სახელით წარმატებებსაც აღწევენ.

ასეთი ერთ-ერთი მოსწავლეა - მეათეკლასელი ალექსანდრე მაჩალაძე, რომელმაც ინტელექტუალური თამაშის ქუთაისის სასკოლო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. 

ჩემპიონატი ქუთაისის სკოლებს შორის, ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშში Jeopardy! (გარისკე!), მერიის მხარდაჭერით და იმერეთის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატში 27 სკოლა მონაწილეობდა. სულ გაიმართა 40 თამაში. ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებული მოსწავლეები, მათ შორის ალექსანდრე მაჩალაძე​ დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203