ვისი პრეროგატივაა სკოლებში გათბობის ჩართვა - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ტელეკომპანია ''მაესტროს'' პირდაპირ ეთერში, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
თუ ვინ იღებს სკოლაში გათბობის ჩართვის გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა განცხადა, რომ ეს არის დირექტორის პრეროგატივა.
"ვინ უნდა გადაწვიტოს ეს საკითხი, თუ არა სკოლის დირექტორმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობს სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას სრული თავისუფლება მიანიჭოს." - აღნიშნავს ალექსანდრე ჯეჯელავა.