აფხაზეთის N22 სკოლიდან პირველკლასელები ახალ სასწავლო წლამდე ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
01-06-2022

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ეს დღე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს, წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„სკოლამ ლამაზად გააცილა პირველკლასელები. მოსწავლეებმა თავად შეასრულეს სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დავალებები და მშობლებს აჩვენეს მიღებული ცოდნა. ყველა აქტივობაში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე.

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, იმხიარულეს. მეორეკლასელებმა მათ ეს შესანიშნავი დღე სიმღერით მიულოცეს და მათთან ერთად ისინიც ჩაერთვნენ მხიარულების ფერხულში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203