კარბისა და ქერეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გამართეს
01-06-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბისა და ქერეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გამართეს. 

აქტივობა ორივე სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო და ის საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. 

მოსწავლები შემოსული თანხით, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ბენეფიციარებს გაახარებენ. 

აქტობაში ორივე სკოლის მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო. მათ არაჩვეულებრივი ნამუშევრები გამოფინეს და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

გამოფენამ მნახველთა მოწონება დაიმსახურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203