წერაქვის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მათ სკოლის ეზოში სიმბოლური ნახატებიც დახატეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„სკოლა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით სოლოდარობა გამოუცხადეს უკრაინასა და უკრაინაში მცხოვრებ ბავშვებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203