მატნის N1 საჯარო სკოლა მე-10 კლასის წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეს - თამარ ასათაშვილს გვაცნობს
01-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა მე-10 კლასის მოსწავლე თამარ ასათაშვილს გვაცნობს. 

თამარმა, ჰიგრიდულ რეჟიმში, სამთვიანი კურსი გაიარა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. 

კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს მინი პროექტები - Coreldraw, front-end დეველოპმენტის, სოციალური მედია და Copywriting, ანიმაცია და პროგრამირებისა და Arduino-ს მიმართულებებით.

ის ახმეტის ინოვაციების ცენტრის აქტიური წევრია, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, რათა ტექნოლოგიური უნარები აიმაღლოს და ელექტრონიკასა და ინჟინერიაში უფრო მეტი ცოდნა დააგროვოს. 

თამარ ასათაშვილი რამდენიმე პროგრამულ ენას - Html&css,Python, javascript ფლობს და განვითარებაში სხვებსაც ეხმარება. 

ის ახმეტელ ახალგაზრდებს ასწავლის calliope mini-ს (პროგრამირებადი დაფა), მის დაპროგრამებას ბლოკური კოდების საშუალებით და მისი დამატებითი სენსორების გამოყენებას.

სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203