თბილისის N23 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
31-05-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
კურსდამთავრებულებს მშობლიურმა სკოლამ დაუვიწყარი დღე აჩუქა. მრავალფეროვან და შთამბეჭდავ საზეიმო ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული და მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარის“ საზეიმო ღონისძიება შედგა.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს