„დედაენავ ნახვამდის“ - ქუთაისის N37 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
31-05-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეები სკოლაში გამართულ პირველკლასელთა საერთო ღონისძებაში - „დედაენავ ნახვამდის“- ჩაერთნენ. ისინი სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. მოსწავლეებმა და დამრიგებელმა „მერი პოპინსის“ სიმღერა შეასრულეს. 

„აღნიშნული ღონისძიება გამოირჩეოდა თეატრალური ნომრებით, სადაც ჩართული იყო მოსწავლე და მასწავლებელიც. შეასრულეს საერთო სიმღერები, ხოლო 1-ელი კლასის დამრიგებელი და მოსწავლეები ასრულებდნენ ,„მერი პოპინსის" სიმღერას, ნომერი გამოირჩეოდა მხატვრულობითა და მუსიკალური მონაცემებით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203