შუაფარცხმის საჯარო სკოლაში პროექტი -„ჩემი სამშობლო საქართველოა“ განხორცილდა
31-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით სკოლაში პროექტი -„ჩემი სამშობლო საქართველოა“ განხორცილდა.
მოსწავლეებს მიეცათ დავალება ამ დღესთან დაკავშირებით გადმოეცათ თავიანთი ემოციები და განცდები ნახატის საშუალებით.
„მოსწავლეებს ძალიან უყვართ თავიანთი სამშობლო, აქტიური პატრიოტები არიან. უმეტესობა მოსწავლემ გამოთქვა თავისი აზრი, თუ დასჭირდა სამშობლოს, ისინი ყოველთვის დაიცავენ მას. ბავშვებმა თავიანთ პატრიოტული გრძნობა გამოამჟღავნეს ნახატებში. ისინი კარგად ჩაწვდნენ ცნება თავისუფლებას. ადამიანის და სახელმწიფოს განვითარებისათვის აუცილებელია თავისუფლება აზროვნებაში და მოქმედებაში. თავისუფალი ერი ყოველთვის პროგრესულად ვითარდება. სამუშაო განწყობა იყო ერთსულოვანი და სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაგეგმა და განახორციელა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, თამარ კალანდაძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს