ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - მარიამ ცერცვაძესა და ლუკა ბრეგაძეს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვთ
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ცერცვაძე და ლუკა ბრეგაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულები და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან. მოსწავლეებმა
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტში ბრწყინვალედ შეასრულეს და ოქროს დიპლომი დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: