სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა I სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
31-05-2022
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის Iა და Iბ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეთა ცოდნის დონე მშობლიურ ენასა და მათემატიკაში შეჯამდა.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო კლასები ნაწილობრივ ონლაინ სწავლობდნენ, მოსწავლეებმა გამოავლინეს კითხვისა და შინაარსის გადმოცემის კარგი უნარები; ფლობენ 20-ის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გაანგარიშებების, ამოცანათა პირობის შედგენის უნარებს.
თითქმის ყველა პირველკლასელმა საუკეთესო შედეგებით დაასრულა სასწავლო წელი, რაც დაწყებითი კლასების პედაგოგების შრომის შედეგია. კლასის დამრიგებლებმა - ირმა შუბლაძემ და მაია წერეთელმა გზა დაულოცეს მომავლის კაშკაშა სხივებს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს