ტალავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
31-05-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.
მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. ასევე, საქართველოს დროშა დახატეს და საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს