სკოლა-ლიცეუმ „ცოდნადან“ 2022 კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
31-05-2022
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორმა ნაზი ნადირაძემ კურსდამთავრებულებისადმი მისალოცი წერილი გაავრცელა:

„ყველა მეთორმეტე კლასელს და მათ შორის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებს ვულოცავ საშუალო საფეხურის წარმატებით დამთავრებას!“- ნათქვამია დირექტორის, ნაზი ნადირაძეს მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203