„დაგილოცავთ სიკეთის გზას“- კიზილქილისას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
31-05-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ჩვენო დაფრთიანებულებო! გისურვებთ ასე აღტაცებულებს, სულ აღმასვლით გევლოთ მთელი ცხოვრების გზაზე. თქვენს გულებში სამშობლოს, ადამიანების და სიცოცხლის სიყვარულის ისეთი ცეცხლი ანთია, რომელიც არასოდეს ჩაქრება. დაგილოცავთ სიკეთის გზას, რომელზეც თქვენ დგახართ. გისურვებთ, არასოდეს გადაგეხვიოთ ამ გზიდან“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203