სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
21-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სტუდენტების თანდასწრებით მოაწერეს. შეხვედრას ეროვნული ბიბლიოთეკის დირეტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ესწრებოდა.
მემორანდუმის ფარგლებში რამდენიმე პუნქტი გაიწერა, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ იმ უმდიდრესი სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურით ისარგებლონ, რომელიც ბიბლიოთეკას უკვე ელექტრონულ ფორმატში აქვს.
სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და აფხაზური კუთხე დაათვალიერეს, სადაც გამოფენილია მნიშვნელოვანი აფხაზური გამოცემები როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ ენებზე. დღეიდან კი ამ კუთხეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის ახალი ნომრები შეემატება, რომელიც უკვე აფხაზური რეზიუმეთი გამოდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს