„გზას დაგილოცავთ, ჩვენო ღირსეულნო“- ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
31-05-2022
ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ეს საოცარი გოგო-ბიჭები დიდი სიყვარულით, სითბოთი და ცრემლნარევი ღიმილით ემშვიდობებოდნენ ლამაზად მორთულ გაფერადებულ სკოლის კედლებს, მათ აღმზრდელ-პედაგოგებს. იყო სასიამოვნო მოგონებები, ლამაზი წარსული - გარდასულთა დღეთა.
გზას დაგილოცავთ, ჩვენო ღირსეულნო, წარმატებული ნაბიჯებით გევლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის აღმშენებლობის გზაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203