ხონის N3 სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები დირექტორმა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა
31-05-2022
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა და დირექტორი ვერა ბენიძე ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჰოდა, გაფრინდნენ, დაასრულეს სასკოლო განათლება. ისეთი ლამაზები არიან, ისეთი ლაღები. ბედნიერი იყოს ყოველი ნაბიჯი თქვენს მიერ ცხოვრების ახალ გზაზე გადადგმული. მხოლოდ სამი თხოვნა გავატანე, არასოდეს მობეზრდეთ სიკეთის კეთება, მიუხედავად იმისა დაუბრუნებენ თუ არა უკან, არასოდეს იყვნენ თვითკმაყოფილნი და არ შეაჩერონ განვითარება არ დაივიწყონ „ვისი გორისა“ არიან. წლებმა მასწავლა, თხოვნას აუცილებლად შემისრულებენ. მიყვარხართ, უფალი იყოს თქვენი მფარველი“,- წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203