„პირველობა არ მოგშლოდეთ, პირველებო“- ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა 2022 წლის კურსდამთავრებულებს
31-05-2022
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა და დირექტორი შორენა კაკაბაძე ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„კიდევ ერთი დაფრთიანებული თაობა, კიდევ ერთი ცრემლნარევი სიხარული. კიდევ ერთხელ დარეკილი ბოლო ზარი პირველობა არ მოგშლოდეთ, პირველებო“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203