მუქედის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
31-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარო ჯოგლიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოეწყო ესეების კონკურსი „რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება?“. ჟიურის წევრებმა მარო ჯოგლიძემ, ხათუნა კორძაძემ, მადონა კორძაძემ და ნუნუ თვალაბეიშვილმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ხელოვნების მასწავლებლის ეკატერინე მანჯავიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს საქართველოს ისტორიაზე, შეასრულეს ქართული ცეკვებიც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს