ტყემლოვანის საჯარო სკოლის პირველკლასელები დირექტორმა სამახსოვრო ფოტოალბომებით დაასაჩუქრა
31-05-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

სკოლის დირექტორმა, რუსუდან ბიწაძემ პატარა მოსწავლეებს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება და პედაგოგებს, მშობლებს მადლობა გაწეული შრომისთვის გადაუხადა.

„27 მაისს სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო. პატარებმა I კლასის დამრიგებლის მარინე ცუცქირიძის და I კლასის დამრიგებლის როზა ჩინჩალაძის ორგანიზებითი მოაწყვეს ზეიმი. სკოლის დირექტორმა რუსუდან ბიწაძემ  მადლობა გადაუხადა: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, მშობლებს პირველკლასელებთან ერთი წლის განმავლობაში გაწეული შრომის, სიყვარულისთვის და პირველკლასელი მოსწავლეები დაასაჩუქრა სამახსოვრო ფოტოალბომებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203