მასწავლებლებმა სკოლის ადმინისტრაციას მოთხოვნა უნდა გაუგზავნონ
01-06-2022
2021-2022 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის უკვე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ კლასში ნიშნები არ იწერება, მოსწავლეებს პედაგოგები განმავითარებელ შეფასებებს უწერენ. როგორც ცნობილია, ელექტრონულ ჟურნალში შეფასების დაწერა ან კორექტირება პედაგოგს გაკვეთილიდან 8 დღის განმავლობაში შეუძლია. რა უნდა ქნათ თუ გაკვეთილიდან 8 დღეზე მეტია გასული და შეფასება დაწერილი არ გაქვთ?!
პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს ინსტრუქციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სთავაზობს:
გასულ თარიღზე რედაქტირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოთხოვნის ფუნქცია. ელექტრონულ ჟურნალში პედაგოგებს შეუძლიათ მოითხოვონ მიმდინარე სემესტრის, ან გასული სემესტრების რედაქტირება, ჟურნალის კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა ან აღდგენის წაშლა- ამისთვის უნდა გაიგზავნოს მოთხოვნა ადმინისტრაციის სახელზე, უნდა მიიღოთ დასტური თქვენს მოთხოვნაზე, რის შემდგომაც 24 საათი გეძლევათ რედაქტირებისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“