შრომის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
31-05-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ცეკვები შეასრულეს და ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203