„სამშობლოს სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს“- ბარდუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
31-05-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მრავალფეროვანი პროექტით აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორი პედაგოგი, ია ქათამაძე გახლდათ; ასევე, პროექტში აქტიურად გახლდათ ჩართული მასწავლებელი თეონა დეკანოსიძე.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. დაე, ყოფილიყოს ჩვენს სამშობლოში, მსოფლიოში, მშვიდობა. გვეამაყოს ერთმანეთით, სამშობლოს სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს და ვიყოთ ძლიერები! ჩვენი საქართველო აქ არის!

განსაკუთრებული მადლობა:

  • ბარდუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვან მასწავლებელს, ია ქათამაძეს, რომლის ორგანიზებით მომზადდა საქართველის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი.
  • მუსიკის უფროს მასწავლებელს, თეონა დეკანოსიძეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.
მშობლების გულისხმიერება და თანადგომა ნამდვილად იწვევს პირადად ჩემს პატივისცემას! და, რა თქმა უნდა, ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უღრმესი მადლობა. საუკეთესოები ხართ!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203