ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ
31-05-2022
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ. 

ღონისძიება მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელის თეონა გაბუნიას ხელმძღვანელობით, საინტერესო ექსპერიმენტები და პრეზენტაციები იხილეს. 

მათ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, კერძოდ, ჩაატარეს სახლისო ცდები, მოხატეს კერამიკა და დაათვალიერეს საინტერესო გამოფენა.

„დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203