ბათუმის N13 საჯარო სკოლა წარმატებულ მოფარიკავეს, X კლასის მოსწავლე მარიამ ტუღუშს გვაცნობს
31-05-2022
ბათუმის N13 საჯარო სკოლა X კლასის წარმატებულ მოსწავლე მარიამ ტუღუშს გვაცნობს. 

მარიამი აჭარის ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების კაპიტანია, ის 14 წლის ასაკში იუნიორთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

გარდა ამისა, ის სხვადასხვა შეჯიბრებების გამარჯვებული და პრიზიორია. ასევე, დასახელებულია წლის პერსპექტიულ სპორტსმენად.

სკოლაში ამაყობენ მარიამ ტუღუშის მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.

„აქვს დიდი გეგმები და მიზნები. ჩვენც ულევი წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სახელოვან მოსწავლეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203