„იდიდე წიგნო, იდიდე“- ისრითის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
31-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება - „იდიდე წიგნო, იდიდე!“, ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„პატარებმა შეძლეს გადმოეცათ დედაენის სიყვარული ლექსებითა და სიმღერებით... ჩემ საყვარელ მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებულ და ღირსეულ საქართველოში ცხოვრებას, იამაყონ მშობლიური ენით და გაუფრთხილდნენ მის სიწმინდეს. ჩემო პატარებო, გემშვიდობებით კეთილი სურვილებით მომავალ სასწავლო წლამდე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს