ნადაბურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს
31-05-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

მშობელთა აქტიური ჩართულობით პატარებმა სადღესასწაულოდ მორთეს საკლასო ოთახი, წარმოადგინეს მრავალფეროვანი ღონისძიება; მუსიკის მასწავლებელთან (მიმოზა სიჭინავა) ერთად შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები.

პირველკლასელების დამრიგებელი ნანა ნოზაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203