ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ საერთაშორისო კვლევაში - PIZA 2022 მონაწილეობს.
საერთაშორისო კვლევის სრული სახელწოდება კი „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა - PIZA“ გახლავთ.
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობით დგინდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორ იციან მოსწავლეებმა: მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო საგნები.
საქართველოს სახელით კვლევაში 7130 მოსწავლე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია PIZA-ის კვლევაში მონაწილე 85 ქვეყანასა და საგანმანათლებლო სისტემას შორის.
იხილეთ ფოტოები: