ეშტიის N1 სკოლის პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე სევდანარევი სიხარულით გააცილეს
31-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები ტრადიციულად სკოლის ეზოში საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

„ბოლო ზარის“ ღონისძიება მეტად საინტერესო და ემოციური იყო.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

სკოლის დირექცია და მთელი პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და ბევრ სხვა წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203