სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნათია მგელაძემ და თათია ვანაძემ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, 28-29 მაისს, თბილისში საქართველოს პირველობა „მაგიდის ჩოგბურთში“ ჩატარდა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ფინალში გავიდა და II ადგილი მოიპოვა ნათია მგელაძემ, III ადგილი თათია ვანაძემ.
„ვულოცავ გოგონებსა და სკოლას ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ სამომავლოდ!“, - ნათქვამია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელის, ავთანდილ ვანაძეს მილოცვაში.