აფხაზეთის N2 სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა მუსიკის გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა
31-05-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში მუსიკის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა იყო რიტმი მუსიკაში. გაკვეთილზე პედაგოგმა ზურაბ კვერნაძემ მოსწავლეებს მრავალფეროვანი რესურსი შესთავაზა. პირველკლასელებმა ანიმაციური ფილმებიდან ფრაგმენტები მოისმინეს და რიტმული სავარიშოები სხვადასხვა საგნის გამოყენებით შეასრულეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

გაკვეთილის მიზანი ბგერისა და საგნის თვისებებს შორის ასოციაციური კავშირის გაბმა, ყოფითი საგნების დახმარებით ბგერის თვისებების გაცნობა და რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების შესრულება იყო.

„გაკვეთილზე პედაგოგის მიერ წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი რესურსი ( მათ შორის- ყოფითი საგნები: კალმები, ჭიქები, აკუსტიკური ზარები);
მასწავლებლის მიერ შერჩეული მიზნობრივი, სახალისო და საინტერესო აქტივობების საშუალებით მოსწავლეებმა გასცეს კითხვას - გვეხმარება თუ არა რიტმი სწორად გავიგოთ მუსიკა, პასუხი. შეასრულეს რიტმული მოძრაობები სხვადასხვა რესურსის საშუალებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203