„მეტალურგიის განვითარების კვალდაკვალ“ - ზესტაფონის N5 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
31-05-2022

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასმა (კლასის ხელმძღვანელი და ისტორიის პედაგოგი ხათუნა ჩიტორელიძე) 27 მაისს პროექტის -„მეტალურგიის განვითარების კვალდაკვალ“ პრეზენტაცია განახორციელა.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრნენ, შემდეგ კი ქარხანაში მიმდინარე პროცესები დაათვალიერეს.

„თითოეული მოსწავლე აღფრთოვანებულია ნანახითა და მოსმენილით. საჩუქრები კი, რომელიც ქარხნის ადმინისტრაციისაგან მივიღეთ, ძალიან სასიხარულო და სტიმულის მომცემი იყო. ეს დღე მე-10 ბ კლასისათვის ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას, გამოჩენილი ყურადღებისა და ასეთი შესანიშნავი დღის მოწყობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203