
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკური ნაწარმოებები.
სასიამოვნო ჰანგებზე აჟღერებულმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა, გემოვნებით შერჩეულმა რეპერტუარმა და შემსრულებელთა პროფესიონალიზმმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. დასრულების შემდეგ არ წყდებოდა ტაში და ოვაცია.
საღამო მუსიკის პედაგოგების - რუსუდან აბაშიძისა და ელეონორა ფხაკაძის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა და დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა.
„ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩება მე-12 საჯარო სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: