ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაში საპრიზო ადგილი დაიკავა
31-05-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა შეჯიბრებებში რთავენ. 

ამჯერად ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი აჭარის ა/რ განათლების,მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა. გუნდი მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში ჩაერთო და წარმატებით იასპარეზა. მოსწავლეთა გუნდმა შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა. მოსწავლეებს თასი და მედლები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203