დღნორისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძება მიეძღვნა
31-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრეს და აქტივობებში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ეკა ლომთაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„მადლობა თქვენ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო და გისურვებთ თავისუფალ და მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.