აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში წარმატება მოიპოვეს
31-05-2022

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრი გაიმართა. 

მონაწილეები ერთმანეთს როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე წყვილებში დაუპირისპირდნენ. 

აღნიშნულ შეჯიბრში აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. გუნდის წევრმა წყვილებში პირველი ადგილი, ხოლო ერთეულთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავეს. 

გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და სპორტული ფორმებით დასაჩუქრდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ სკოლის გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203