„სიყვარულით და წარმატებებით გეცხოვროთ“- დღნორისის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
31-05-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კიდევ ერთმა მე-12 კლასმა აღნიშნა სკოლის დამთავრება.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენი სკოლის კურსადმთავრებულებს - საბა ლომთაძეს, ლილე ლომთაძეს და მარი მიქაუატაძეს, ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. სიყვარულით და წარმატებებით გეცხოვროთ, ჩვენო ძვირფასებო და შეგძლებოდეთ თქვენი დასახული მიზნების მიღწევა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203