ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა, ირმა კობიძემ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი შესთავაზა
31-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის პირველ კლასში მათემატიკაში პედაგოგის, ირმა კობიძეს ხელმძღვანელობით ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეები გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები, საკუთარი ცოდნა გამოავლინეს, რითიც პედაგოგი კვლავ ასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილი თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და საინტერესო აქტივობების გამოყენებით წარიმართა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203