წალენჯიხის N7 სკოლის ლიდერი მასწავლებლების ჩატარებულ გაკვეთილს ქოუჩი დაესწრო
31-05-2022
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლების რუსუდან ეფსიასა და შუშანიკა თოლორაიას ჩატარებულ გაკვეთილს ქოუჩი დაესწრო. 

ქოუჩი დოდო ცქვიტაია სკოლაში USAID-ის საბაზისო განათლება დაწყებით კლასებში, მოსწავლეზე ორიენტირებული მდგრადი რეფორმის განხორციელების ფარგლებში, იმყოფებოდა. 

გაკვეთილებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„საინტერესო და სახალისო იყო პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილები, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერი მასწავლებლების მიერ საქმიანობის სწორად დაწყება-დანერგვა. ასევე, ეს პროექტი ხელს უწყობს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას და პროფესილ ზრდას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203